04:56 - 25 Jul, 2026
|
2017-11-28 18:25:02, 1048 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება ჩატარდა
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმიტირებულ სწავლებაში 31-ე ბატალიონის სამი ასეული მონაწილეობდა. უწყების ცნობით, ქართველი სამხედროების მხარდაჭერას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ახორციელებდნენ. სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა. წვრთნების მიზანი კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციების დროს მოწინააღმდეგის საწყობების აღმოჩენა, შეიარაღების ამოღება და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწაა. III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)