15:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 17:26:52, 1739 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან. 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თურქეთის მინისტრმა დიდი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ჩატარებას და საქართველოს პირველ ვიცე პრემიერს  მისი წარმატებული ორგანიზება მიულოცა.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის სფეროში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროებში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის და მათ განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics