03:39 - 25 Jul, 2026
|
2017-11-28 17:31:13, 763 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა
მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებისგან პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაციები მოისმინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ელექტრომომარაგებაში შეფერხება აღარ აქვს. თოვლის საფარისგან გაწმენდილია უმეტესი სოფლები. თათბირზე ხაზი გაესვა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაუმჯობესების, მათთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობის, მუნიციპალურ მართვაში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებს. სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეებმა ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მუნიციპალიტეტს ამჟამად 9 ადმინისტრაციული ერთეული აქვს და მათ მერის 9 წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)