|
2017-11-28 15:55:46, 1357 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პარლამენტის შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის
„საქართველოს პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის", მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობით, პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობასა და სურვილს, რომ დაინერგოს მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მკვიდრდება ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას იღებს. „დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ახალ ნორმას, რომლითაც სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ვალდებულებას, შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. ამით იქმნება ძალიან მტკიცე გარანტია იმისა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სპეციალური საჭიროების მქონე თითოეული ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, ყველა წინაპირობა შევქმნათ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი, ორიენტირებულია, რომ მოქალაქეებისათვის შეთავაზებული სერვისები და ინფრასტრუქტურა სრულად იყოს მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთათვის. „ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. სიამაყით ვაცხადებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე წარმოგიდგენთ სწორედ პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმას, რომელიც რამდენიმეთვიანი, სისტემატური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების ფარგლებში შემუშავდა. ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ იგეგმება ქუთაისის შენობის რეაბილიტაცია, როგორც მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, თავად შენობის რეაბილიტაცია და იქაც, რა თქმა უნდა, აქტიურად იქნება გათვალისწინებული შესაბამისი და მე პირადად, აქტიურად ვიქნები ჩართული შესაბამის დაგეგმვაში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს და არასამთავრობო ორგანიზაციას- „მარიანი" მადლობა გადაუხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ღონისძიების ძალიან დიდ მნიშვნელობას, ძალიან დიდ მნიშვნელობას ზოგადად იმ თემის, რასაც ჰქვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს პარლამენტი ძალიან აქტიურ წვლილს შეიტანს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)