04:10 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 15:42:39, 1726 ნახვა

საზოგადოება
m2-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყო

თბილისში, ყაზბეგის გამზირის №9ა-ში განახლებული სკვერის პრეზენტაცია ჩატარდა.

სკვერის რეაბილიტაცია და აღჭურვა საბურთალოს გამგეობასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსა. განახლებული სკვერი საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ და კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს.

განახლებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი სკამები, დამონტაჟდა განათება, დაიგო ახალი ფილაქანი, გაკეთდა ღობე, რომელის დახმარებითაც სკვერის ტერიტორიაზე მანქანების შესვლას შეუძლებელი გახდება და მოეწყო სათამაშო კუნძული ბავშვებისთვის.

„m2-ის მიზანი ადამიანებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. მიხარია, რომ საბურთალოს გამგეობასთან თანამშრომლობით ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს ლამაზი, მყუდრო და უსაფრთხო ადგილი შევუქმენით დასვენებისთვის“ - აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე. 

სს ‘m² უძრავი ქონება” -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას.  m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics