23:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 13:33:12, 452 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად,  საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა   2015 წლის 8 მაისის 13:00 საათიდან.

სხდომაზე დეპუტატები, მინისტრების პოსტებზე დანიშნულ თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, შემდეგ კი, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics