|
2017-11-28 11:32:19, 2077 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ თეა წულუკიანს და ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს
"ევროპული საქართველოს" წევრები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებენ. პარტია ითხოვს პასუხს კითხვებზე-"იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი და როგორ შემოაღწიეს ტერორისტებმა ქვეყანაში". “პარლამენტში მოვიდეს ერთის მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორეს მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მისცენ განმარტება მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ - იყო თუ არა ნამდვილად ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული. თუ იყო, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხდა ეს ჯგუფი ზოგადად საქართველოში და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი, აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას, როგორ შემოიტანეს მათ იარაღი საქართველოში. ეს არის კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები საჯაროდ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)