14:00 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 18:05:45, 2120 ნახვა

ეკონომიკა
სემეკმა GWP სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 5 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) GWP სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით დააჯარიმა.

სემეკის  მიერ დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულებას ხელოვნურად ახდენდა.

„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ 2017 წლის პირველი იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, კომისიის მიერ შემუშავებულ ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ჰქონდა 1057 ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების განაცხადის დროულად დასრულება. თუმცა,აქედან მხოლოდ 113 იყო დასრულებული მრიცხველის ექსპლუატაციაში  გაშვების აქტით.

2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით კომისიის მიერ დამტკიცდა „მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“ აღნიშნული დადგენილების თანახმად, საწარმოები, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატები, ვალდებულნი არიან აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ელექტრონული ჟურნალი არის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში ახორციელებს კონტროლს კომპანიების მიერ წესების შესრულებაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics