23:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 12:27:45, 351 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: მთავრობას ნდობა დროზე უნდა გამოუცხადდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დაჩქარებულ რეჟიმში უნდა გამოუცხადდეს, რადგან მიმდინარე საკითხები, რომლებსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ, არ დაზარალდეს.

„მიმაჩნია მთავრობას ნდობა დროზე უნდა გამოუცხადდეს და მას მიეცეს საშუალება საქმიანობა გააგრძელოს, რადგან ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხი იყო, რომელიც შესაძლოა დაზარალდეს იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც პროცედურები შევაყოვნოთ“,– განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს, საკომიტეტო სხდომაზე მოუსმენენ. გუშინ, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი უნდა გაიტანონ.

პრეზიდენტის მიერ თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომა ხვალ, 8 მაისს უნდა გაიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics