23:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 10:26:38, 1869 ნახვა

პოლიტიკა
სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე შემოტანილია და მთავრობა მის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს.

 ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მხოლოდ ძირითადი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება,  შემდეგი მიმართულებებით:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური;

საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარდგება პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics