|
2017-11-27 10:14:11, 2100 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა უკრაინის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დახვდა. მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ გროისმანს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის. უკრაინის პრემიერ-მინისტრს ქართველი კოლეგა გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქ.თბილისის მერთან. უკრაინის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ეწვევა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს, ასევე საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად ესტუმრება თელავს, სადაც გვირგვინით შეამკობს ლესია უკრაინკას ძეგლს, ეწვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს წინანდალში. ვოლოდიმირ გროისმანი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)