|
2017-11-26 14:21:55, 1958 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენეს
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელის ივანე გოლაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარიდან გამოასვენეს. მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. „მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. იქიდან გაომდინარე, რომ ყევლაზე დიდი დანაკლისი იყო ოჯახისთვის. ჩვენი ქევყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“,-აღნიშნა სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა. დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ერთჯერადად კომპენსაციის სახით, 100 000 ლარი, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწფიო დაფარავს. შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზრიზე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)