|
2017-11-25 15:45:16, 955 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა
სასტუმრო ,,ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად საავადმყოფოში მოინახულა. დავით სერგეენკო ბათუმში დაზარალებულების მდგომარეობის გასაცნობად დღეს ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. ზაალ მიქელაძემ მინისტრს დაშავებული ადამიანების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მწუხარება მომხდარის გამო და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. სასტუმრო "ლეოგრანდში" გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის დაშავებული ოთხი პაციენტი გადის. აქედან, ორი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა "მედცენტრში". ხანძრის შედეგად კლინიკებს ჯამში 21-მა პაციენტმა მიმართა. 17-მა მათგანმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)