23:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 10:58:31, 2200 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული ტრანსფორმაციის მოწინავე ქვეყანაა

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტის მსვლელობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა სამიტის უდიდეს პოტენციალსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.  მისი თქმით,  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა შეკრებას საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან, სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად, „საქართველო სამიტზე წარსდგა, როგორც წარმატებული და სამაგალითო ქვეყანა, რომლის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს როგორც ევროკავშირი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნები".

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო  მზად  იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის და  გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის მოწინავე ქვეყანა. „ამით  საქართველომ თავისი ევროპული მომავლის უზრუნველყოფა უნდა შესძლოს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მე-5 სამიტში იღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics