03:19 - 09 May, 2026
|
2017-11-25 10:03:34, 2062 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის კლინიკებში 8 პაციენტი რჩება, 13 კი, უკვე გაეწერა
ბათუმუს ორ კლინიკაში "მედცერსა" და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 8 პაციენტი რჩება. 13 პაციენტი, სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, კლინიკებში მყოფი დაშავებულებს შორის, 4 თურქეთის, 1 ისრაელის, ხოლო 3 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი დაახლოებით, 21:30 წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ირანის 1 ხოლო საქართველოს 10 მოქალაქე. ინტოკსიკაციის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების შორის არიან 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)