|
2017-11-25 03:53:47, 4078 ნახვა
რეგიონი
11 გარდაცვლილი და 21 დაშავებული - ტრაგედია ბათუმში
ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი დაახლოებით, 21:30 წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, 21 ადამიანი დაშავდა. ხანძრის დროს დაშავებულების შორის არიან 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქე. სხვა დანარჩენი დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ უმრავლესობას აღენიშნება ინტქსიკაციის ნიშნები. რაც შეეხება გარდაცვლილებს ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. 11 ცხედარი გადასვენებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)