12:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 18:39:08, 2005 ნახვა

კომენტარი
გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საცხოვრებელ კორპუსში შესვლის შესაძლებლობა აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ექნებათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელ  სახლებში შესვლის შესაძლებლობა საგამოძიებო მოქმედებებისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ. 

„როგორც კი საგამოძიებო სამუშაოები დასრულდება, მაშინვე შევდივართ და ვიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, მაგრამ იქამდე ველოდებით საგამოძიებო ჯგუფის გამოსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, იმ საცხოვრებელი კორპუსის აღდგენის საკითხს, სადაც სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური  ლაბორატორია შეისწავლის. 

„ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი, დაექვემდებარება თუ არა სახლი აღდგენას. თუ დაექვემდებარება, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ. თუ იქნება გარკვეული პრობლემები და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება  შეუძლებელი გახდება, რა თქმა უნდა, არ განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics