|
2017-11-24 17:32:16, 1921 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველო ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა"
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ. საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებს. მათი განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანია ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის კიდევ უფრო დაახლოვება ევროკავშირთან. როგორც სტატიაშია აღნიშნული 2009 წლიდან, ინიციატივის შექმნის შემდეგ, ბევრი რამ იქნა მიღწეული: საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან გაფორმდა ასოცირების შესახებ შეთანხმებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დიდი წარმატებაა საქართველოსთვის - აღნიშნავენ მინისტრები. „როგორ შთამბეჭდავადაც არ უნდა ჟღერდეს, კვლავაც უმთავრეს დავალებად რჩება ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური და მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ჩარჩოს ჩვენს მოქალაქეებთან დაახლოება. ევროკავშირში არც თუ ისე ბევრ ადამიანს სმენია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ. მაშინ როდესაც საქართველოში, რომელიც მოწინავე ქვეყანაა ევროპული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში ხალხის მხარდაჭერამ 80%-ს გადააჭარბა, რაც დღესდღეობით საქართველოს ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტ ქვეყანად ხდის. „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ხალხი იგრძნობს და დაიჯერებს მის პოზიტიურ შედეგებს და დაინახავს კონკრეტულ გაუმჯობესებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი მოლოდინია , რომ ჩვენი საერთო მომავალი ერთიან ევროპაშია. მინისტრების საგაზეთო პუბლიკაციაში 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო მეტად წარმატებული უნდა გახადოს, მათგან უმთავრესია ყურადღების გამახვილება ხალხსა და მათ საჭიროებებზე. როგორც მინისტრები აღნიშნავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. „სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ იმ რეფორმებს, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ყველა მოქალაქისთვის: ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო რეფორმა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ამგვარად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ისევე როგორც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესება. გადაწყვეტილების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესში უფრო მეტად უნდა ჩავრთოთ მმართველობის ადგილობრივი დონეები, რადგან ისინი ბევრად უფრო ახლოს დგანან ხალხთან და მათ საჭიროებებთან"-აღნიშნავენ მინისტრები. მათი თქმით უნდა გაგრძელდეს სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერა. „უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ როგორც ჩვენს მიზნებზე, ასევე იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც გვიწევს მათ მისაღწევად. საზოგადოებას შეუძლია გახდეს ჩვენი ღირებული მოკავშირე საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. თავისუფალი და პლურალისტური მედია გაუმჯობესებული კომუნიკაციის აუცილებელი ინსტრუმენტია"- ნათქვამია მინისტრების ერთობლივ პუბლიკაციაში დანარჩენ 4 ინიციატივას შორის მინისტრები გამოყოფენ კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებზე კონცენტრირებას, ახალგაზრდა თაობის პოტენციალის წახალისებას, რეფორმების გაგრძელებას და საერთო თანამშრომლობის ჩარჩოში ინდივიდუალურ მიდგომების აუცილებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)