|
2017-11-24 15:30:06, 940 ნახვა
რეგიონი
აჭარა ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „TT WARSAV” მონაწილეობს. საქართველოს, კერძოდ კი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დეპარტამენტის წარმომადგენლები პოლონეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევს პოპულარიზაციას. ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს. წელს, ვარშავის გამოფენა პოზნანისა და კატოვიცეს გამოფენების შემდეგ მესამე ტურისტული გამოფენაა პოლონეთში, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალია წარდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გამოფენებში მონაწილეობის გარდა სხვადასხვა ღონისძიებებით გაუწია რეკლამირება, რაც გარე რეკლამას, ინფო-პრესტურებსა და აქტიურ ინტერნეტრეკლამას ითვალისწინებდა. 2017 წელს, დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ფრანქფურტის, ლონდონის, ბერლინის, ტოკიოს, ტალინის, თელავივის, ვილნიუსის, მინსკის, ბაქოს, კიევის, სტამბოლის, ალმათისა და რიგის ტურისტული გამოფენები. შემდეგ კვირაში, დეპარტამენტი რეგიონს უკვე ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას, რითიც გამოფენებში მონაწილეობა მიმდინარე წლისთვის დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)