2017-11-24 14:53:27, 2065 ნახვა
სამართალი
პროკურორი: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა
პროკურორის ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუმარტა, გარდაცვლილების ვინაობა ატ ეტაპზე ჯერ უცნობია.
"მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზები. ამ ეტაპზე პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სპეცოპერაციის შედეგად 3 ეჭვმიტანილის ლიკვიდირება მოხერხდა. ასევე ერთი ბოროტმოქმედი დაკავებულია. აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაშავდა 4 სამართალდამცველი, ხოლო ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ეჭვმიტანილების ცხედრები პროზექტურაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.
ავტორი: ,