23:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 21:35:36, 2394 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.

საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია. 

მხარეებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის შესახებ ისაუბრეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს როლს აღმოსავლეთ პარტიორობის განვითარებაში. ხაზი გაესვა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი, 2017-2020 წლებისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა და მზად არის, გააკეთოს იმაზე მეტი ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს.

ასევე, განხილულ იქნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის  უსაფრთხოების საკითხებში წელს გახსნილი ახალი სტრატეგიული დიალოგის  მნიშვნელობას.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics