|
2017-11-23 16:49:28, 2096 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა პარლამენტს სტრუქტურული ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. „კანონპროექტი უკვე შემოტანილია და პარლამენტი მას სავარაუდოდ, მომდევნო სესიაზე განიხილავს. როგორც ვიცი, მოთხოვნა არის დაჩქარებული წესი და შესაძლებელია, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს კანონპროექტი. ამ ეტაპზე განიხილება უშუალოდ, რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობისა და დასახელებების შეცვლის საკითხი, ამაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს-რეორგანიზაციას, ეს არის მთავრობის საქმე, შესაბამისი სამინისტროების საქმე და შესაბამისი ცვლილებები აისახება უკვე მოგვიანებით ბიუჯეტის კანონის პროექტში, უფრო სწორად, ცვლილებებში, რომლებიც უნდა შევიდეს ბიუჯეტში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მხოლოდ ძირითადი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი. „ჯერჯერობით რეორგანიზაცია ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახული ვერ იქნება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ძირითადი კანონპროექტი, შესაძლებელი გახდება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)