|
2017-11-23 14:35:18, 972 ნახვა
რეგიონი
საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ ბათუმში შემოვიდა
დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი ,,გეპრატი" შემოვიდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, სამხედრო ხომალდის ბათუმის პორტში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები. ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში. დღესვე, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ფრეგატის კაპიტანმა ჟაკ მალარმა შეხვედრა გამართეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)