|
2017-11-23 14:25:12, 2834 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია: სააკაშვილის დეპორტაცია ახალ წლამდე მოხდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან ახალ წლამდე გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Strana ძალოვან უწყებებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ უკვე მიღებულია. "სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებისთვის მზადება სპეცოპერაციის ფორმატში მიმდინარეობს. ქართველების დეპორტაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელდა, ამ მომზადების და ოპერაციის ნაწილია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილის დეპორტაცია საქართველოში არ მოხდება. მას მესამე ქვეყანაში გააძევებენ. აღნიშნული მესამე ქვეყანა კი, სავარაუდოდ პოლონეთი იქნება. სწორედ პოლონეთიდან გადმოვიდა ის უკრაინაში 10 სექტემბერს", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე წყარომ. მისივე თქმით, ოპერაციაში მონაწილეობას ერთდროულად რამდენიმე ძალოვანი უწყება იღებს და ის უახლოეს კვირებში დასრულდება. წყარომ განმარტა, რომ სააკაშვილის დეპორტაციის მიზეზი შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უკრაინული კანონმდებლობის დარღვევა გახდეს, კერძოდ კი, ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის ვადების დარღვევა. Strana შესაბამის ძალოვან უწყებებს დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. წყარო ასევე იმას აცხადებს, სააკაშვილის გუნდისთვის უკრაინიდან ქართველების დეპორტაცია ძლიერი დარტყმა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)