|
2017-11-22 17:55:30, 857 ნახვა
რეგიონი
მახინჯაურში განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
დაბა მახინჯაურში განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება ჰოსპიტალურ ქსელ "მედალფას" ეკუთვნის. ქსელი გურია, აჭარასა და შიდა ქართლში შვიდ სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. სამედიცინო ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, სააფთიაქო ქსელ „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღეს გაიხსნა თანამედროვე ტიპის სამედიცინო ცენტრი „მედალფა“, ვულოცავ აქ დასაქმებულ მედიკოსებსა და პაციენტებს, რომლებიც მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას. დარწმუნებული ვარ, რომ პირველადი ჯანდაცვის ქსელის გაძლიერებით ჩვენ შევძლებთ სტაციონარიზაციის შემცირებას“, - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მახინჯაურის სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს სრულ ამბულატორიულ მომსახურებას. ცენტრი მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების უმეტესობა. კლინიკის ხელმძღვანელთა განმარტებით განახლებული მედალფა მახინჯაურის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და მაღალ კვალიფიციური მედ პერსონალით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)