02:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 17:23:56, 3264 ნახვა

საზოგადოება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიას ტოვებენ ჯავშანმანქანები და სამართალდამცველების ნაწილი.

შტურმის შედეგად კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამასთან, კორპუსის აივანზე ხანძარი გაჩნდა.

რაც შეეხება დაშავებულების შესახებ ინფორმაციას, „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ განცხადებას სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით ცოტა ხანში გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, დადასტურებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics