|
2017-11-21 20:42:01, 1874 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდაცვითი მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით ჩატარებული ღონისძიებები განიხილეს. მათივე ცნობით, ვიზიტის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ საინფორმაციო ბარათს მოამზადებენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები საქართველოს, პოლიტიკური კლიმატის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების შეფასების მიზნით, რეგულარულად სტუმრობენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)