|
2017-11-21 17:56:09, 1704 ნახვა
საზოგადოება
მშვიდობის ხიდის მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები დაიწყო
თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდის საექსპლუატაციო (მორეცხვის) სამუშაოებს აწარმოებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება. მათივე ცნობით, სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნენ. ადგილზე ასევე, იმყოფებოდა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი. „სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რომელიც ხიდის განათებასაც უზრუნველყოფს“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა. ტენდერში გამარჯვებული მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „X-ვექტორი“ მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას - LED სანათების, მოაჯირებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციასა და გამოცვლას უზრუნველყოფს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)