|
2017-11-21 14:27:26, 2360 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიაში, ქალაქ მუბის მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, პოლიცია დაშავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთში შესულმა 17 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ცნობისთვის, ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)