|
2017-11-21 12:40:59, 1875 ნახვა
საზოგადოება
პლატინუმი უმაღლეს ლიგაშია!
კვირას, 19 ნოემბერს, „ავაზას“ სტადიონმა, პირველი ლიგის პლეი-ოფის დასკვნით მატჩს - „პლატინუმი“ – „ბასიანს“ უმასპინძლა. მატჩის დასაწყისში თამაშის სადავეები „ბასიანის“ ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ, რაც გატანილ გოლში აისახა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმში, „პლატინუმის“ მწვრთნელის სწორმა ტაქტიკურმა გადაწვეტილებამ თამაში რადიკალურად შეცვალა, თამაში „პლატინუმის“ კარნახით წარიმართა და მატჩის 60 წუთისთვის გუნდმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. გატანილი გოლის შემდეგ გუნდები ერიდებოდნენ შეტავაზე გადასვლას და 11 მეტრიანი დარტყმებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე „პლატინუმის“ ფეხბურთელებმა მეორედ შეძლეს „ბასიანის“ კარში ბურთის გატანა. „ბასიანის“ ფეხბურთელები დარჩენილ დროში შეეცადნენ გოლის გატანას, თუმცა მეტოქე გუნდის მცველების კარგი თამაშის გამო ვერაფერი მოახერხეს და საბოლოო შედეგი 2-1 დაფიქსირდა. „პლატინუმმა“ თბილისის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა! პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)