|
2017-11-21 11:01:33, 2303 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, ვისაუბრეთ პერსპექტივებზე",-ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებს. „ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასევე, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ვაფორმებთ მემორანდუმს. აქ საუბარია პარტნიორობაზე, რომელიც უნდა გაღრმავდეს, საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტებს შორის და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)