|
2015-01-16 11:17:12, 5344 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამი სამხედრო მოსამსახურე მედლით "საბრძოლო იარისათვის" დაჯილდოვდა. მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" ერთმა სამხედრომ მიიღო. ქართველ ჯარისკაცებს უწყებრივი მედლები ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა, 51-ე ბატალიონის მეთურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ და სამეკავშირეო ჯგუფის უფროსმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკმა პიტ ლანგმა გადასცეს. ღონისძიებაზე პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს მადლობის სიგელები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს დაემშვიდობა და მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)