19:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 14:53:05, 2230 ნახვა

კომენტარი
იან კელი: აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

როგორც კელიმ აღნიშნა, ვაშინგტონის პოზიცია ნატო-ს გენერალური მდივნის აზრს, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, სრულად იზიარებს.

"ჩვენ თანმიმდევრულად, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული, მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატოში. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ეს განაცხადა აგვისტოში, საქართველოში ვიზიტის დროს. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, სანამ იგი არ გახდება ნატოს წევრი თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ამისათვის საჭიროა ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი", - განაცხადა იან კელიმ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და საქართველოს აქვს ყველა შანსი მისი წევრი გახდეს. მანვე განმარტა, რომ საქართველო და უკრაინა რეფორმების განხორციელებაშია კონცენტრირებული და ნატო ორივე ქვეყანას ეხმარება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics