22:20 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 19:34:07, 3116 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე: აზრთა სხვადასხვაობა არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ ყოფილა

 „აზრთა სხვადასხვაობა არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ ყოფილა“,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ერთიანად მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირეთ კახა კალაძის წარმოდგენილ გუნდს, რომლებიც იყვნენ და არიან პროფესიონალები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი იქნებიან წარმატებულები უკვე ამ თანამდებობებზე",- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ და დასძინა, რომ ერთი გუნდი და ერთიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ ფუნქციებს ვერ განახორციელებენ.

 "საკრებულოს და მერიას ჩვენ ჩვენი უფლებამოსილებები გვაქვს და ამის ფარგლებში ვიმუშავებთ",- განმარტა გიორგი ტყემალაძემ.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა- თბილისის მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების თავმჯდომარეები და გამგებლები დაამტკიცა.

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics