00:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 19:05:47, 2122 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine - ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ჯერ ანაკლიას, შემდეგ კი ბათუმს ესტუმრნენ, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და   სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტის სკიპ საჰლინის განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიას ძალიან დიდი პოტენციალი და საუკეთესო პირობები აქვს პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

მისი თქმით, სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი, სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერსონალი გადამზადდება.

 „საზღვაო აკადემიასთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. მომავალში ორი წლის განმავლობაში პერსონალის ავიყვანთ და მათ დასაქმებაზე ვიზრუნებთ“,- განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა  საზღვაო აკადემიასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის სამომავლო   ურთიერთთანამშრომლობაზე, აკადემიის სტუდენტების პორტში დასაქმებასა და პერსონალის გადამზადებაზე ისაუბრა.

„ბათუმის საზღვაო აკადემია მარტო მეზღვაურების განათლებაზე არ ზრუნავს. სწორედ ამიტომ დაინტერესდა ანაკლიის პორტი ჩვენი სასწავლებლით და სურთ ჩვენი კურსდამთავრებულები წაიყვანონ სამუშაოდ და დაასაქმონ ანაკლიის პორტში. ასევე ვმუშაობთ იმაზეც, რომ საზღვაო აკადემიის ბაზაზე გადავამზადოთ სხვადასხვა კადრები. ჩვენთვის ეს მისაღებია და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ეს იქნება ფინანსურად კარგი და დამატებითი შემოსავლის მომცემი და პრიორიტეტული მიმართულება მომავალი თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ირაკლი შარაბიძემ.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics