|
2017-11-17 17:21:12, 2091 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში რწმენის თავისუფლების შეზღუდვის მხოლოდ სამი საფუძველია გაწერილი
კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, კონსტიტუციის მიხედვით, თუ რა შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს რწმენის თავისუფლება. კობახიძის თქმით, ახალი კონსტიტუციით, რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებია-საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვათა უფლებების დაცვა. "დღევანდელ რედაქციაში აღნიშნულია, რომ რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რწმენის თავისუფლების გამოვლინება ეწინააღმდეგება სხვათა უფლებებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო ამ ჩანაწერის დაზუსტება და შეზღუდვის დამატებითი საფუძვლების გაწერა შესაბამის მუხლში. ეს გავაკეთეთ კიდეც. გვრჩება რამდენიმე საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის. ეს არის-საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვათა უფლებების დაცვა. თუ რწმენის თავისუფლების გამოვლინება უკავშირდება, მაგალითად გარკვეული დანაშაულის ჩადენას, მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული რელიგიური მიმდინარეობები, მათ შორის სექტები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია, მაგალითად ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვასთან და ა.შ. იმისათვის, რომ შეგვეძლოს ასეთი რამის პრევენცია, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ შეიძლება შეიზღუდოს რწმენის თავისუფლება, რათა საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს. ან იმისათვის, რომ სხვათა უფლებები იყოს დაცული, ადამიანის ჯანმრთელობა რომ იყოს დაცული",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული ტექსტი შეესაბამება ევროკონვენციის ტექსტს, სადაც რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები უფრო ფართოდაა მოცემული. "იქ საზოგადოების მორალიც წერია, ჩვენ ეს არ ჩავწერეთ",-განმარტა კობახიძემ. მისივე თქმით, ერთ-ერთ საფუძვლად სახელმწიფო უსაფრთხოების ჩაწერა სურდათ, თუმცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რწმენის თავისუფლების შეზღუდვის მხოლოდ სამი საფუძველი გაიწერა-საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვათა უფლებების დაცვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)