22:20 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 15:53:08, 2051 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კონსტიტუციური მიზანია, რაც სხვადასხვა მუხლში რამდენჯერმეა ხაზგასმული

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ მოქალაქის კითხვაზე საპასუხოდ, კონსტიტუციაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ჩანაწერებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლში რამდენჯერმეა ხაზგასმული.

 "რამდენიმე მუხლი უკავშირდება ტერიტორიული საკითხის აღდგენას. ის, რომ კონსტიტუციური მიზანია თავისთავად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს პირდაპირ ჩანს კონსტიტუციის რამდენიმე ჩანაწერიდან",-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სტრატეგიული დოკუმენტისა და სტრატეგიული გეგმის გაწერას, მისი განმარტებით, ასეთი რამ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვერ იქნება:

"კონსტიტუციაში არ დგინდება გარკვეული გეგმების შედგენის პროცედურა, წესი, ვადები და ა.შ. ზოგადად, მიზანი განსაზღვრულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. გეგმა თვითონ კანონმდებლობის საქმეა და პრაქტიკის საქმეა. კონსტიტუცია ვერ დაავალებს სხვა ორგანოს, შეიმუშავოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,  ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია:

"მე პირადად ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ ყველა შემთხვევაში ხაზი გავუსვათ იმ საკითხს, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა, ეს ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია",-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics