|
2017-11-17 15:47:05, 2203 ნახვა
მსოფლიო
კობახიძე: ტერმინი „ხმოსანი“ ქილიკის საგანი გახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ტერმინის შეცვლის შესახებ
„ტერმინი „ხმოსანი“ ქილიკის საგანი გახდა, შესაბამისად მივიღეთ ტერმინის ჩანაცვლების გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მორიგ განხილვაზე განაცხადა. კობახიძემ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძირითად ნაწილში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა შემოღებული იქნება 2014 წელს. აქედან გამომდინარე მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი არჩევნები ჩატარდება და ის აირჩევა პირდაპირი წესით მიუხედავად იმ ცვლილებისა, რომელიც არის ასახული კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძირითად ნაწილში. რაც შეეხება ახალ რედაქციას, პრეზიდენტი აირჩევა 300 ხმოსნის მიერ. ტერმინი -„ხმოსანი“ ქილიკის საგანი გახდა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი არის ძირძველი ქართული წარმოშობის, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავანაცვლოთ და მის ნაცვლად ჩაიწეროს „საარჩევნო კოლეგიის წევრი“. მთლიანობაში კოლეგიაში არის წარმოდგენილი 300 წევრი, აქედან 150 არის პარლამენტის წევრი, დაახლოებით 50 არის აჭარის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები. კოლეგიის დანარჩენი წევრები პოლიტიკური პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგის შესაბამისად დასახელდებიან. ასეთი სახით ჩამოყალიბდება კოლეგია. კოლეგია პირველ ტურში გადაწყვეტილებას მიიღებს ორი მესამედის კვორუმით, ანუ არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს დაუჭერს კოლეგიის წევრთა ორი მესამედი მაინც. თუ ასეთი მხარდაჭერა არ იქნება სახეზე, შემდეგ ტარდება მეორე ტური, მეორე ტურში უკვე დგინდება გამარჯვებული ფარდობითი უმრავლესობის წესის შესაბამისად. ჩვენ გადავდივართ პირდაპირი წესის არჩევნებიდან არაპირდაპირი წესის არჩევნებზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)