10:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 15:21:27, 1904 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს ვლადიმირ კოლტოვიჩს შეხვდა.  

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 50 პროცენტით გაიზარდა.  აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ბელარუსის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი, რათა გაგრძელდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics