|
2017-11-17 14:16:57, 2372 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: შოთა შალელაშვილის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელის, შოთა შალელაშვილის მიერ იუსტიციის მინისტრის მიმართ გაკეთებულ განცხადებას არაკორექტულს უწოდებს. „ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ: მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები“, - აცხადებს თალკვაძე. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ „ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)