00:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 20:37:50, 2104 ნახვა

საზოგადოება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 82-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების და ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის, დავით ბაშარულის საქმის გამჭირვალედ გამოძიების აუცილებლობის საკითხებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გაგრძელების და მის შედეგად შექმნილი პრობლემების საკითხს.ასევე მონაწილეებმა ისაუბრეს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების კონკრეტულ საქმეებზე .

IPRM-ის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics