|
2017-11-16 16:04:00, 2570 ნახვა
მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში კონტროლირებადი ტერიტორიის 95% დაკარგა
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და ერაყში მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 95% დაკარგა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ISIS-სთან ბრძოლის საკითხებში ბრეტ მაკგერკმა განაცხადა. ინფორმაციას Ura ავრცელებს. როგორც მაკგერკმა აღნიშნა, 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ის კოალიცია ჩამოყალიბდა, 7.5 მილიონი ადამიანი დაჯგუფებისგან გათავისუფლდა, ხოლო 2.6 მილიონმა ერაყელმა სახლში დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაჯგუფებას ყველაზე დიდი კოალიცია ებრძვის, რომელიც 74 სახელმწიფოსგან შედგება. "ისლამურმა სახელმწიფომ’’ მათ მიერ კონტრლირებადი ტერიტორიის 95% დაკარგა. ISIS-ის აღარ აქვს დედაქალაქი, ე.წ. ხალიფატი იშლება, ისინი გარბიან იქ, სადაც დამალვა შეუძლიათ", - განაცხადა მაკგერკმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ამერიკის მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხეს და ქალაქი რაქა გაათავისუფლეს. რაქა ტერორისტების ერთ-ერთ საყრდენ ქალაქად ითვლებოდა. ასევე, სირიის ჯარმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი დეირ ალ-ზორიც აიღო. გარდა ამისა, ტერორისტებმა ბოლო საყრდენი ადგილი ერაყის ქალაქ მოსულშიც დაკარგეს. ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის გათავისუფლება მიმდინარე წლის 29 ივნისს შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)