10:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 16:03:18, 1650 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები, სსფ-ის პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

ასევე, განიხილეს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.  ხაზი გაესვა ინსტიტუციური რეფორმების, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისა და მისი რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფრანსუა პეშოს განცხადებით, საქართველოსთან მიმდინარე პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა.

მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2 პროცენტზე დაგეგმა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზს  - 2017 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი - 4,5 პროცენტი იქნება.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics