23:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 13:24:09, 1534 ნახვა

საზოგადოება
ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ანგარიშის თანახმად ციხეებში ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული

 „პენიტენციურ სისტემაში, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის  - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ანგარიშშია აღნიშნული.

ამ მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევებს დადებითად აფასებენ, როგორც პროექტის ხელმძღვანელობა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II”  აქტივობათა შეფასების მე-3 ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის, ასევე, პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 ანგარიში პროექტის ფარგლებში 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულ აქტივობებს და მიღწეულ შედეგებს მოიცავს.

პენიტენციური სისტემის მიმართულებით, ანგარიშში მიღწევებს შორის აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში, შემუშავდა ციხეებში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის დანერგვის სამწლიანი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირების 95%-ს უტარდება სწავლება ციხეებში ჯანდაცვის მენეჯმენტის შესახებ და ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ცოდნითა და უნარებით.

პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს.

ინფორმაციას სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics