|
2017-11-16 12:21:11, 2174 ნახვა
მსოფლიო
„ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფლებას“ შესაძლოა, რუსეთში საქმიანობა შეუზღუდონ
„რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმას“ შესაძლოა, რუსეთში საქმიანობა შეუზღუდონ, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმიანობის შესაძლო შეზღუდვის მიზეზად რუსეთის დუმის გადაწყვეტილება სახელდება. კერძოდ კი, გუშინ სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად უცხოური მედია საშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ ცხადდებიან. საკანონმდებლო ორგანოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაციის პირველი კანდიდატებიც დაასახელა. შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ”, «Настоящее время», «Idel.Реалии» და "Кавказ"-მა მიიღეს. რუსი კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვაშინგტონში, ბერლინსა და სტრასბურგში განაცხადეს, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსული სახელისუფლებო არხი Russia Today "უცხოურ აგენტად" დარეგისტრიდა. მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)