|
2017-11-15 12:57:24, 2519 ნახვა
მსოფლიო
ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი მძევლად აიყვანეს
ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე მძევლად აიყვანეს. როგორც BBC იუწყება პრეზიდენტი გადადგომისთვის ემზადება. ასევე, მუგაბე სამხედროებს შეუთანხმდა, რომ პირველ ლედის მისცენ უფლება, ქვეყანა თავისუფლად დატოვოს. ამასთან, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს. სახელმწიფო ტელევიზიის გარდა, სამხედროები დედაქალაქის მთავარ მაგისტრალებზე საგუშაგოებს აყენებენ. მთელ ქალაქში სროლის ხმა ისმის. ზიმბაბველმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გადაყენება და ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლა არ არის. სამხედროების მტკიცებით, ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო ტექნიკა კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყვანეს. ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერაც ჰქონდა. BBC-ის ცნობით, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა ზიმბაბვეში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)