21:17 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 12:11:38, 2076 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე ვარაუდობს, რომ ოპტიმიზაციის გეგმას მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენენ

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებები მოიწონა.

ის  მომდევნო კვირაში დასამტკიცებლად პარალამენტს გადაეგზავნება. რაც შეეხება იმას, თუ რა რაოდენობის ადმინისტრაციული ხარჯები შეიკვეცება, გიორგაძე დღეს კონკრეტულ ციფრებზე ვერ საუბრობს და ამბობს,  რომ აღნიშნულის თაობაზე,  სავარაუდოდ, მთავრობის მომავალ სხდომაზე გახდება ცნობილი:

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მოიწონა შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც როგორც  მოგეხსენებათ, გახლავთ გაგრძელება 4 პუნქტიანი გეგმის იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, ეფექტური მმართველობის გაუმჯობესებას. შეთავაზებული ცვლილებები გულისხმობს გარკვეული სამინისტროების შერწყმას, რაც აუცილებლად ადმინისტრაციული მიმართულებით ხარჯებზე აისახება პოზიტიურად. მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა და  გარდა ამისა, თავად მმართველობის უფრო ეფექტიანი განხორციელება. ამ დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა შეკითხვები კონკრეტულ ციფრებთან, იმ დანაზოგების ნაწილში, რომელიც  ადმინისტრაციული მიმართულებით გაკეთდება.

თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს მთავრობაზე,  რომლის შემდეგაც ეს კონკრეტული ციფრები იქნება ცნობილი. ვფიქრობ, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის თითოეული მინისტრი, სადაც მოხდა ასეთი შერწყმა, იქნება მზად იმისთვის, რომ უკვე კონკრეტული გეგმა მთავრობას წარუდგინოს“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ვარაუდობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics