|
2017-11-15 10:34:57, 1903 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: სტრუქტურული რეფორმა მართვის ხარისხში მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მოიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, დაანონსებული სტრუქტურული რეფორმა მართვის ხარისხში ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მოიტანს. მან ასევე მამუკა ბახტაძესა და მიხეილ ჩხენკელს ახალ პოზიციებზე დანიშვნა მიულოცა. ისინი მთავრობის სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან. „მინდა მივულოცო მიხეილს და ასევე მამუკას ჩვენი გუნდის წევრობა, თუმცა მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს”,-განაცხადა პრემიერმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა შს ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას. პრემიერმა მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)