|
2015-05-06 11:31:56, 561 ნახვა
სამართალი
სადახლოს რკინიგზის განყოფილებაში მომსახურე პოლიციის თანამშრომლებს ინტერპოლის ბაზასთან დაკავშირებული მოწყობილობა გადაეცათ
ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ სადახლოს რკინიგზის განყოფილებაში მომსახურე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს საჩუქრად MIND მოწყობილობა გადასცა, რომელშიც განთავსებულია ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრული ბაზა (SLTD). უწყების ინფორმაციით, აქამდე საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მატარებლებში ახორციელებენ პიროვნებების შემოწმებას, ინტერნეტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ინტერპოლის მონაცემთა ბაზასთან (SLTD) პირდაპირი კავშირის დამყარებას ვერ ახერხებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რის შემდეგაც საქართველოს მხარეს MIND მოწყობილობა საჩუქრად გადმოეცა. MIND მოწყობილობა საშუალებას იძლევა მონაცემები გადამოწმდეს ინტერნეტთან წვდომის გარეშე. ზემოხსენებული ბაზა 45 მილიონზე მეტ ჩანაწერს მოიცავს, რომელიც ყოველდღიურად ახლდება ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რადგან მოპარული ან დაკარგული დოკუმენტები ხშირად გამოიყენება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი და ტერორისტული ჯგუფების მიერ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)