|
2017-11-14 14:18:40, 2250 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე: შტატების შემცირება გარდაუვალია
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, შტატების შემცირება გარდაუვალია. მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრები დაიწყება სპორტის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. გიორგაძემ განმარტა, რომ უწყებებში შემცირება ადმინისტრაციულ ნაწილს შეეხება. „ადამიანების რაოდენობის მხრივ ციფრებზე სასაუბროდ, მზად არ ვარ. ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. პირველ ხანებში, ალბათ მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა, ერთ შენობაში განთავსება ელემენტარული კომუნიკაციის და კარგი ატმოსფეროს შექმნისთვის. გარდაუვალია შტატების შემცირება“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს მიხეილ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)